ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩავესი მეორე ოპერაციისთვის ემზადება


ჩავესი მეორე ოპერაციისთვის ემზადება

57 წლის ჩავესს სიმსივნისებური წარმონაქმნი მენჯიდან შარშან ამოკვეთეს.

ვენესუელას პრეზიდენტი ჰუგო ჩავესი კუნძულ კუბაზე ჩაფრინდა, სადაც მას სიმსივნის ამოკვეთის ოპერაცია ჩაუტარდება. 57 წლის ჩავესს სიმსივნისებური წარმონაქმნი მენჯიდან შარშან ამოკვეთეს. ოპერაცია მაშინაც კუბაზე ჩატარდა. ჩავესმა მაშინ განაცხადა, რომ ის სიმსივნისგან განიკურნა.

კუბა და ვენესუელა ერთმანეთის სტრატეგიული პარტნიორები არიან. პრეზიდენტ ჩავესს მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს კუბის ამჟამინდელ და ყოფილ მმართველთან რაულ და ფიდელ კასტროებთან. ოპერაციის მიუხედავად, ჩავესი ვენესუელის მართვას კუბადან გააგრძელებს. მას ვიცე-პრეზიდენტისთვის ხელისუფლების დელეგირება არ მიუცია. პრეზიდენტი ჩავესი ვენესუელას უკვე 13 წელია მართავს. მას იმედი აქვს, რომ ოქტომბრის არჩევნებში ძალაუფლებას კიდევ 6 წლის ვადით შეინარჩუნებს.

XS
SM
MD
LG