ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰუგო ჩავესი კუბაში მკურნალობს


ვენესუელას პრეზიდენტი ჰუგო ჩავესი კუბის რესპუბლიკაში დაბრუნდა, სადაც იგი სიმსივნის წინააღმდეგ მკურნალობის მორიგ კურსს გაივლის. მას ჰავანას აეროპორტში კუბის პრეზიდენტი რაულ კასტრო დახვდა.

ბატონ ჩავესს კუბაში ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარდება. იგი სამშობლოში რამდენიმე დღეში დაბრუნდება, სანამ მკურნალობის კურსს გაანახლებს ჰავანაში.

ვენესუელას პრეზიდენტის კუბაში ჩასვლას რომის პაპის ბენედიქტე მეთექვსმეტეს ვიზიტი დაემთხვა. ვატიკანის ინფორმაციით, რომის პაპსა და ბატონ ჩავესს შორის არანაირი შეხვედრა არ იგეგმება.

XS
SM
MD
LG