ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩავესის მდგომარეობა მძიმეა


ვენესუელის პრეზიდენტი სამხედრო ჰოსპიტალში ქიმიოთერაპიის კურსს იტარებს

ვენესუელის ვიცე პრეზიდენტი ქვეყნის ლიდერის, უგო ჩავესის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ ღიად პირველად ალაპარაკდა. ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ჩავესი კარაკასის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება და ქიმიოთერაპიის მორიგ რაუნდს გადის.

კუბაში 2012 წლის დეკემბერში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ ჩავესს ქიმიოთერაპია ისევ დასჭირდა. ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მდგომარეობა სერიოზულია, მაგრამ ჩავესი ყოჩაღად არის და ის კიბო დამარცხებას შეძლებს.

ვენესუელის ოპოზიცია მთავრობას პრეზიდენტის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაციის დამალვაში და არასწორი ცნობების გავრცელებაში ადანაშაულებს. 58 წლის ჩავესს 6-წლიანი საპრეზიდენტო ვადა წელს უნდა დაეწყო და საზეიმო ფიცი 10 იანვარს უნდა დაედო. უზენაესმა სასამართლომ ინაუგურაციის ცერემონიალი გაურკვეველი ვადით გადადო, რისთვისაც ოპოზიციამ ის მკაცრად გააკრიტიკა.
XS
SM
MD
LG