ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონის თავკაცი: გავაკეთოთ მეტი "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ


ეშტონ კარტერი
ეშტონ კარტერი

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეშტონ კარტერი აცხადებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გააძლიეროს მანამ, ვიდრე პარიზში მომხდარი თავდასხმების მსგავსი, მორიგი ტერორისტული თავდასხმა მოხდება.

კარტერი ოთხშაბათს აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოვიდა. პენტაგონის ხელმძღვანელმა თურქეთს მოუწოდა სირიის საზღვართან "შეღწევადი" საზღვრის მონაკვეთი უკეთ გააკონტროლოს. მან საუდის არაბეთი და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნები იემენთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტის გამო ზედმეტი ჩართულობისთვის და დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ არასაკმარისი ყურადღებისთვის გააკრიტიკა. კარტერმა აქვე აღნიშნა, რომ დროა რუსეთმა აქცენტი "მართებულ" სამიზნეებზე გააკეთოს.

დასავლეთის სახელმწიფოები რუსეთს სირიის პრეზიდენტის ოპოზიციის სამიზნეების დაბომბვაში ადანაშაულებენ. ამ ბრალდებას რუსეთი უარყოფს.

XS
SM
MD
LG