ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვატიკანის ყოფილ მაღალჩინოსანს პედოფილიისთვის 6 წელი მიუსაჯეს


ავსტრალიის სასამართლომ კარდინალ ჯორჯ პელს, რომელსაც პედოფილიის ფაქტები დაუმტკიცდა, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 77 წლის კარდინალი წარსულში ვატიკანის ხაზინას განკარგავდა და პაპის პირადი მრჩეველი იყო.

ვატიკანს ამასთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. კარდინალი პელი ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირია, რომელიც სექსუალური ძალადობისთვის გაასამართლეს და 6-წლიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანეს.

ჯორჯ პელი გასული საუკუნის 90-იან წლებში ეკლესიის მგალობელთა გუნდის მცირეწლოვან ბიჭებზე ძალადობდა. მისი ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG