ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამშვიდობო მოლაპარაკებები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში


მხარეები კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ხელისუფლება და მეამბოხეები კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. ქვეყნის დღევანდელი პრეზიდენტი ფრანსუა ბოზიზე ხელისუფლებაში 2016 წლის ბოლომდე, უფლებამოსილების ამოწურვამდე დარჩება.
შეთანხმებას მხარეებმა გაეროს შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკების დროს გაბონის დედაქალაქ ლიბრევილში მიაღწიეს. შეთანხმების მიხედვით გარდამავალ მთავრობას ოპოზიციის პრემიერ-მინისტრი ჩაუდგება სათავეში.
მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ვერც პრეზიდენტი ბოზიზე და ვერც ოპოზიციის პრემიერ-მინისტრი ვერ მიიღებენ მონაწილეობას. გაეროს უშიშროების საბჭო მოწონებით შეხვდა ამ შეთანხმებას.
XS
SM
MD
LG