ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანადა: უკრაინაზე რუსეთის აგრესია მიუღებელია


კანადა უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს და მზადყოფნას გამოთქვამს, რომ უკრაინას სამხედრო შეიარაღება მიაწოდოს. ამასთან, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ამბობს, რომ კანადა რუსეთის მიმართ დასავლეთის სანქციებს შეუერთდება.

„ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და კოლეგებთან, რათა ძალიან, ძალიან მკაფიო პასუხი გავცეთ რუსეთს, თუ ის უკრაინაში შეიჭრება. ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია,“- აცხადებს ტრუდო.

კანადის პრემიერ-მინისტრის თქმით, ლატვიაში მყოფი კანადელი სამხედროები „გააგრძელებენ მნიშვნელოვან სამუშაოს, რომელსაც ნატო აკეთებს თავისი აღმოსავლეთის ფრონტის დასაცავად“

კანადელი სამხედროები რჩებიან უკრაინაშიც. 200-მდე კანადელი დასავლეთ უკრაინაში 2015 წლიდან იმყოფება, ისინი უკრაინელი სამხედროების გადამზადებაში ღებულობენ მონაწილეობას.

ტრუდო ამბობს, რომ რუსეთზე საერთაშორისო საზოგადოებამ „დიდი ზეწოლა უნდა მოახდინოს“

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ გამართულ პრესკონფერენციაზე კი თქვა, რომ ოტავა შესაბამის დროს უკრაინას სამხედრო ტექნიკას მიაწვდის, თუმცა როდის, ეს დაკონკრეტებული არ ყოფილა. დღეს, კანადის პრემიერმა დაადასტურა, რომ ის და მისი მთავრობა იმოქმედებს იმის მიხედვით „რაც საუკეთესო იქნება უკრაინელი ხალხისთვის“

XS
SM
MD
LG