ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიამ შესაძლოა "ჩრდილოეთის ნაკადი 2" შეაჩეროს


გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი

რუსეთ უკაინის დაძაბულობის ფონზე გერმანიის კანცლერი მოსკოვს აფრთხილებს. ოლაფ შოლცი, რომელმაც თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ დაიკავა არ გამორიცხავს, რომ გერმანიამ რუსული გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ამუშავება შეაჩეროს.

გაზსადენის მშენებლობა 2021 წლის მიწურულს დასრულდა, კრემლი მოელის, რომ ახალი გაზსადენი მუშაობას 2022 წლის პირველ კვარტალში დაიწყებს.

განცხადებები გერმანიის, კანცლერმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრა იენს სტოლტენბერგსა და შოლცს შორის მას შემდეგ გაიმართა, რაც ნატო რუსეთისა და ამერიკა რუსეთის მოლაპარაკებები, გასულ კვირას, უშედეგოდ დასრულდა.

„ნატოს მოკავშირეები მზად არიან განიხილონ კონკრეტული წინადადებები, თუ როგორ უნდა შემცირდეს რისკები, როგორც სამხედრო აქტივობის კუთხით ასევე კიბერ-უსაფრთხოების კუთხით,“- თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრამდე გერმანიის კანცლერმა დაადასტურა, რომ ოფიციალური ბერლინი მზად არის შეუერთდეს დასავლეთის სანქციებს რუსეთისადმი, თუ მოსკოვი უკრაინაზე თავდასხმას გადაწყვეტს. საპასუხო სანქციების პაკეტმა შესაძლოა რუსულ გაზსადენსაც მოიცვას.

რუსეთის ქმედებებს უკრაინის საზღვართან „საფრთხე“ უწოდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მწვანეთა პარტიიდან, ანალენა ბაერბოკმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში იმყოფება და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა.

ნატოს გენერალური მდივნის შემდეგ გერმანიაში ჩასვლას გეგმავს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელიც გერმანიის კანცლერს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. ბლინკენი გერმანიაში უკრაინაში ვიზიტის შემდეგ ჩავა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG