ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპს შეუძლია თუ არა საარჩევნო უბნებზე ფედერალური აგენტების მივლინება?


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა 2020 წლის არჩევნები დემოკრატებმა “გააყალბონ” და ცოტა ხნის წინ მიანიშნა, რომ შესაძლოა არჩევნების დღეს, მთელ ქვეყანაში, ხმის მიცემის ადგილებში ფედერალური ხელისუფლების წარმომადგენლები მიავლინოს, რათა აღმოიფხვრას კორუფციული პრაქტიკა, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

გასულ კვირაში, “ფოქს ნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, კითხვაზე: გეგმავს თუ არა ხმის მიცემის გაყალბების თავიდან ასაცილებლად, 3 ნოემბერს საარჩევნო უბნებზე ფედერალური დამკვირვებლები მიავლინოს, ტრამპმა უპასუხა: “ყველაფრის გაკეთებას ვაპირებთ, გვეყოლება შერიფები, გვეყოლება სამართალდამცავები და იმედია გვეყოლება ფედერალური პროკურორები. ასევე გვეყოლება ყველა და მთავარი პროკურორები. მაგრამ ეს ძალიან ძნელია.”

ტრამპი მუდმივად აძლიერებდა თავის მეტწილად უსაფუძვლო განცხადებებს, რომ ამერიკული საარჩევნო სისტემა, განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის პირობებში ფოსტით ხმის მიცემის მკვეთრი ზრდის პირობებში, კორუფციითაა გაჯერებული და და ყურადღებიანი ფედერალური დაკვირვება სჭირდება.

იმ დროს, როდესაც ნათელი არ იყო, ტრამპი უბრალოდ მოსაზრებებს გამოთქვამდა, თუ სერიოზულად საუბრობდა, ზოგიერთმა დამკვირვებელმა მისი ბოლო კომენტარები გადათარგმნა როგორც მინიშნება, რომ მას საარჩევნო უბნებზე არა მხოლოდ “ხმის მიცემის პროცესზე დამკვირვებლების”, არამედ სამართალდამცავების ყოფნაც სურს.

ხმის მიცემის პროცესზე დამკვირვებლების რიცხვი, რომლებსაც ხშირად პოლიტიკური პარტიის კომიტეტები ნიშნავენ, ყოველ საარჩევნო ციკლში ათობით ათასია. მათი საქმეა პროცესის დარღვევებს დააკვირდნენ და ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ამომრჩევლის კვალიფიკაციაზე პრეტენზია წარადგინონ.

შეერთებული შტატების საარჩევნო უბნებზე სამართალდამცავების ყოფნა უჩვეულოა. ფედერალური კანონი საარჩევნო უბნებზე ჯარის და შეიარაღებული აგენტების განლაგებას კრძალავს, ბევრი შტატი კი მათ ყოფნას ზღუდავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG