ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელთა წინასაარჩევნო განწყობები და რუსული გავლენის საფრთხე


2020 წლის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებასთან ერთად, ამერიკელთა მზარდი წილი ამბობს, რომ სავარაუდოდ რუსეთის, ან სხვა უცხო ქვეყნების მთავრობები, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას შეეცდებიან. პარალერულად, გამოკითხულ ამერიკელებში, მცირდება ნდობა ფედერალური მთავრობის მიმართ, რომ ის ამ გავლენის პრევენციას შეძლებს.

გამოკითხულ ზრდასრულ ამერიკელთა სამი მეოთხედი ამბობს, რომ ნოემბრის არჩევნებში, რუსეთის ან სხვა უცხო ქვეყნების მთავრობების მხრიდან, ნოემბრის არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობა „ძალიან“ ან „გარკვეულწილად“ სავარაუდოა. მათგან 44% ამბობს, რომ ეს „ძალიან“ სავარაუდოა.

მონაცემებს, მიმდინარე წლის 27 ივლისიდან, 2 აგვისტომდე ჩატარებულ გამოკითხვებზე დაყრდნობით, „პიუს კვლევითი ცენტრი“ ავრცელებს.

ცენტრის წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც მიმდინარე წლის 12 თებერვალს გამოქვეყნდა, მონაცემები მცირედით არის შეცვლილი. მაშინ, რუსეთის, ან სხვა უცხო ქვეყნების მთავრობებისგან, არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობის შესაძლებლობას, გამოკითხულ ამერიკელთა 72% უშვებდა.

მონაცემები მეტად არის გაზრდილი 2018 წლის შუალედურ არჩევნებამდე არსებულ განწყობეთან შედარებით - მაშინ ამ გავლენის მოხდენის მცდელობას, გამოკითხულ ამერიკელთა 67% უშვებდა.

როგორია განწყობები რესპუბლიკელებსა და დემოკრატებში?

ორივე პარტიის მხარდამჭერებში, გამოკითხულ ზრდასრულთა რაოდენობა, რომლებიც ნოემბრის არჩევნებზე უცხო ქვეყნების მთავრობების გავლენის მცდელობას უშვებენ, გაზრდილია.

ახლა, რესპუბლიკელების და რუსპუბლიკური პარტიის მხარდამჭერთა 62% ამბობს, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, უცხო ქვეყნების მთავრობების მხრიდან, გავლენის მოხდენის მცდელობა „ძალიან“ ან „გარკვეულწილად“ მოსალოდენლია. იგივე საკითხზე, 2 წლის წინ, მონაცემები 53% იყო.

რაც შეეხება დემოკრატებს, დაახლოებით, ათიდან 9 დემოკრატი ან დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი, არჩევნებზე უცხო ქვეყნების გავლენის მცდელობას ელოდება. შუალედური არჩევნების წინა პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი რვა ერთეულითაა გაზრდილი და ახლა 88%-ს აღწევს.

რამდენად პრობლემატურია ეს ამომრჩევლებისთვის?

მათგან, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი, ან სხვა უცხო ქვეყნის მთავრობა შეეცდება არჩევნებზე გავლენის მოხდენას, დაახლებით 10 დან 6, რაც 62%-ია ამბობს, რომ ეს მთავარი პროლემაა. პარტიების მხარდამჭერთა მიხდევით, ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდი განსხვავებაა. უფრო მეტი დემოკრატი ფიქრობს, რომ ეს მთავარი პრობლემაა, ვიდრე რესპუბლიკელი - 78% VS 37%

ამის ფონზე, 2018 წელთან შედარებით, ახლა უფრო ნაკლები ამერიკელია დარწმუნებული, რომ ფედერალური მთავრობა სერიოზულად ცდილობს არჩევნების დაცვას ჰაკერული თავდასხმებისგან და ან სხვა ტექნოლოგიური საფრთხეებისგან. ეს განწყობები, ორივე პარტიის წარმომადგენლებსა და მხრადამჭერებშია. თუმცა, უფრო ნაკლებ დემოკრატს აქვს ნდობა მთავრობის მცდელობის მიმართ, ვიდრე რესუბლიკელს - 65% - 32%-ის წინააღმდეგ.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG