ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანმო: ევროპაში ოჯახში ძალადობის შემთხვევები გაზრდილია


ევროპაში, ოჯახში ძალადობის ცხელ ხაზზე უამრავი ზარი შემოდის დახმარების სათხოვნელად, ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. გაზრდილია ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების თრობის ქვეშ მყოფი ადამიანებისგან ძალადობის ფაქტები. პანდემია ძალადობისთვის ერთგვარ ბიძგის მიმცემად იქცა.

ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორი, ჰანს კლუგი ამბობს, რომ სტრესი და შფოთვა თანმდევია იმისა, რომ ადამიანები, უკვე კვირებია სახლებში არიან გამოკეტილი და არ იციან ზუსტად, რა მოხდება მომავალში.

კლუგმა თქვა, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ბელგიაში, ბულგარეთში, საფრანგეთში, ირლანდიაში, რუსეთში, ესპანეთსა და ბრიტანეთში, გაზრდილია ქალთა მიმართ ძალადობა მათი ქმრების, ან სექსუალური პარტნიორებისგან. გაზრდილია, ასევე ძალადობა ბავშვებზეც.

აპრილის თვეში, წინა წელთან შედარებით, 60%-ითაა გაზრდილი დახმარების ხაზზე ზარები ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისგან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG