ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შესაძლოა გერმანიაში 10-ჯერ მეტი ინფიცირებული იყოს, ვიდრე არსებული მონაცემები გვაჩვენებს


გერმანელი მეცნიერები, ბორნის უნივერსიტეტიდან ჩატარებული კვლევის შემდეგ ფიქრობენ, რომ ქვეყანაში იმაზე მეტი ინფიცირებულია ვიდრე ეს ოფიციალურ მაჩვენებლებში ფიქსირდება. მეტიც სპეციალისტები ამბობენ, რომ მაჩვენებელი 10-ჯერ აღემატება დადასტურებული შემთხვევების მონაცემებს, რომელიც დადასტურებულ შემთხვევებს აღრიცხავს.

მეცნიერებმა კვლევა გერმანიის იმ რაიონებში ჩაატარეს, სადაც ახალი კორონავირუსი ყველაზე მეტად იყო გავრცელებული.

წინასწარი კვლევის დეტალები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ და ar განუხილავთ სამეცნიერო ჟურნალებში. კვლევის მიზანს წარმოადგენს კორონავირუსის უცნობი მატარებლების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და საფრთხის შეხსენებას, იმის თაობაზე, რომ ადამიანების ნაწილმა ვირუსი ისე გადაიტანა რომ სიმპტომები არ ჰქონია.

კვლევა მას შემდეგ დაიწყო რაც გერმანიამ პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო. ქვეყანაში მუზეუმები, სილამაზის სალონები, ეკლესიები და ქარხნები მკაცრი სოციალური დისტანცირების დაცვით თუმცა მაინც გაიხსნა.

„ჩვენი კვლევის შედეგებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს, ვირუსის გავრცელების შეკავებას და მეთოდოლოგიის გაუმჯობესებას. მუშაობა გრძელდება და ეს მხოლოდ წინასწარი მონაცემებია,“
ამბობს მკვლევარი გუნტერ ჰერმანი

მეცნიერთა გუნდმა, რომელსაც ჰენდრიკ სტიკი და გუნტერ ჰარმანის ხელმძღვანელობენ დაადგინეს, რომ კოვიდ19-ით გერმანიაში 1.8 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა და არა 160 000.

მეცნიერთა კვლევაში მონაწილეობა 919 ადამიანმა მიიღო და აღებული იყო როგორც სისხლის ასევე ცხვირის ნაცხის მონაცემები. კვლევა ჩატარდა სასაზღვრო ქალაქ ჰეინსბერგში, რომელიც ახალი კორონავირუსით ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქალაქია გერმანიაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG