ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალიფორნიელი წყვილი შვილების წამებაშია ეჭვმიტანილი


ჟურნალისტები დანაშაულში ეჭვმიტანილ ტურპინების სახლთან
ჟურნალისტები დანაშაულში ეჭვმიტანილ ტურპინების სახლთან

ორშაბათს, ლოს-ანჯელესის მახლობლად, ქალაქ პერისში დააკავეს ცოლ-ქმარი დევიდ და ლუისა ტურპინები. სამართალდამცველებს შესაძლო დანაშაულის შესახებ ოჯახიდან გაქცეულმა 17 წლის ქალიშვილმა აცნობა.

პოლიციის ოფიცრების განცხადებით, გოგონა იმდენად ნაშიმშილები იყო, რომ 17-ის მაგივრად, 10 წლისას გავდა. სახლის გასაჩხრეკად მისულ კალიფორნიის შტატის პოლიციელებს ბნელ და მყრალ სახლში ცოლ-ქმრის გარდა, 12 ადამიანი დახვდათ, რომლებიც ბავშვებს გავდნენ, მაგრამ ზოგიერთი 18-დან 29 წლამდე ასაკის იყო. შვილების ნაწილი ტურპინებს საწოლში ჯაჭვით ყავდათ დაბმული. მათ შორის ყველაზე უმცროსი 2 წლის ბავშვია.

მომხდართან დაკავშირებით, დევიდ და ლუის ტურპინებს სამართალდამცავებისთვის განმარტება ჯერ არ მიუციათ. ისინი ბავშვების წამების ბრალდებით არიან დაკავებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG