ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვირჯინიის შტატში კონგრესმენს ესროლეს


ალექსანდრია, ვირჯინიის შტატი. ადგილი, სადაც კონგრესმენს ესროლეს

ამერიკელ რესპუბლიკელ კონგრესმენ სტეფან სკალისის დღეს დილით, დედაქალაქთან ახლოს, ვირჯინიის შტატში, ალექსანდრიაში ესროლეს. ადგილობრივი საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, სკალისი თეძოს არეშია დაჭრილი და ახლა სტაბილურ მდგომარეობაშია.

კონგრესმენსა და მის თანმხლებ პირებს მაშინ ესროლეს, როდესაც ისინი ყოველწლიური ბეისბოლის მატჩისთვის ემზადებოდნენ. მატჩი ხვალ უნდა გამართულიყო. გავრცელებული ცნობებით, დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი. ადგილზე მყოფი რესპუბლიკელი კონგრესმენის მო ბრუკსის თქმით, მათ შორისაა სავარაუდოდ ორი სამართალდამცველი და კონგრესმენის აპარატის ერთი თანამშრომელი.

ალექსანდრიის პოლიციამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია, ტუმცა სროლის მოტივი ამ დრომდე უცნობი რჩება.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა პრეზიდენტიც.

„ღრმად ვართ დამწუხრებულები ამ ტრაგედიით. ჩვენ ვლოცულობთ მათთვის და ჩვენი ფიქრები ახლა არის სწორედ კონგრესის წევრებთან, მათ თანამშრომლებთან, პოლიციელებთან, ვინც პირველად მოახდინა რეაგირება, და ყველა მათგანთან, ვინც ამ შემთხვევამ დააზარალა," - ვკითუხლობთ პრეზიდენტის განცხადებაში.

სკალიზი წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც პასუხს აგებს შიდაპარტიულ დისციპლინასა და შიდაპარტიული არჩევნების პროცედურებზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG