ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკში ორგანიზებულ დანაშაულში ეჭვმიტანილი ქართველები დააკავეს


ნიუ-იორკში რუსული კრიმინალური სინდიკატის ეჭვმიტანილი წევრები დააკავეს, რომელთა შორის, სავარაუდოდ, 15 ქართველია.

საქართველოს საგარეო უწყებას ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ გააჩნია. დაკავებულებს შორის არიან მოკრივეები -ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.

„დაკავებულები ნამდვილად ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი არიან, თუმცა ისინი გაუგებრობაში მოყვნენ“, განუცხადეს ქართველმა სპორტსმენებმა „ინტერპრესნიუსს“.

პირველადი ინფორმაცია ამ დაკავებებთან დაკავშირებით აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. სულ დაკავებულია 33 ადამიანი. მათ ბრალი ედებათ ბევრ ისეთ დანაშაულშ, როგორიცაა ნარკოტიკების შენახვა, ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა, ქონების მიტაცება, თაღლითობა და გამოძალვა.

დეტალები გადაამოწმების მიზნით "ამერიკის ხმა" ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოს დაუკავშირდა და ამ დრომდე საკონსულოსგან პასუხი არა მიუღია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG