ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალიფორნიამ უმუშევრობაზე დახმარების მილიარდობით დოლარი დაკარგა


ჰაკერებმა, პირადობის ქურდებმა და უცხოურმა კრიმინალურმა ჯგუფებმა, გასულ წელს კალიფორნიის უმუშევრობის დახმარების ფონდიდან 11 მილიარდი დოლარი მოიპარეს, მაგრამ შესაძლოა თაღლითობის მასშტაბი კიდევ უფრო გაიზარდოს. დამატებით მილიარდობით დოლარის ოდენობის გადახდების გამოძიება მიმდინარეობს.



კალიფორნიის შრომის მდივანმა ჯული სუმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შტატის მიერ გაცემული 114 მილიარდი დოლარის 10 პროცენტი, ანუ 11.4 მილიარდი, დადასტურებულად თაღლითების ხელში აღმოჩნდა. კიდევ 20 მილიარდი, ანუ 17 პროცენტი საეჭვოდ მიიჩნევა და შესაძლოა, მისი დიდი ნაწილი თაღლითობა აღმოჩნდეს.
თითქმის ყველა თაღლითური თხოვნა, პანდემიასთან დაკავშირებულ უმუშევრობაზე ფედერალური დახმარების პროგრამის მეშვეობით მოხდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG