ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუშის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია


ინტენსიური თერაპიის პალატიდან ბუში ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი ინტენსიური თერაპიის პალატიდან ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვნეს. ის კვლავ ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონის მეთოდისტურ ჰოსპიტალში რჩება.

88 წლის ბუში საავადმყოფოში გასულ თვეს, ბრონქიტის გართულებით მოხვდა, მაღალი სიცხეების გამო კი ერთი კვირის წინ ინტენსიური თერაპიის პალატაში მოათავსეს.

ბუშის ოჯახის პრესპიკერის განცხადებით ყოფილი პრეზიდენტის ჯამრთელობის მდგომარეობა ამჯერად დამაკმაყოფილებელია. ოჯახი მადლობას უხდის ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა მათი მდგომარეობა.

აშშ-ის 41-ე პრეზიდენტი ქვეყანას 1989-1993 წლებში მართავდა. მანამდე კი ის ხანგრძლივი დროის მანძილზე იყო კონგრესმენი, შემდეგ კი ამერიკის ელჩი გაეროსა და ჩინეთში. უფროსო ბუში ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსაც ხელმძღვანელობდა.

XS
SM
MD
LG