ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უფროსი ბუში კვლავ საავადმყოფოშია


88 წლის ყოფილი პრეზიდენტი მწვავე ბრონქიტის გამო გასულ თვეს საავადმყოფოში დააწვინეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი, ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონის საავადმყოფოში იმყოფება. ბრონქიტის გართულებით ის ინტენსიური თერაპიის პალატაში გადაიყვანეს. 88 წლის პრეზიდენტი ბრონქიტით გასულ თვეს საავადმყოფოში მოხვდა. რეანიმაციულ განყოფილებაში ის მაღალი სიცხეების გამო დააწვინეს.

ექიმები "ფრთხილ ოპტიმიზმს" გამოხატავენ. საშობაოდ პრეზიდენტთან ერთად მისი მეუღლე, ბარბარა ბუში, ვაჟი და შვილიშვილი იმყოფებოდნენ.
XS
SM
MD
LG