ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ექსპრეზიდენტი საავადმყოფოშია


უფროსი ბუში თვეზე მეტია ავადმყოფობს და ის შობას ჰიუსტონის ერთ-ერთ კლინიკაში შეხვდა

შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, უფროსი ჯორჯ ბუში საავადმყოფოში იმყოფება. ექიმები იმედოვნებდნენ, რომ მას საშობაოდ სახლში გაუშვებდნენ, მაგრამ ის ჯერჯერობით კვლავ ტეხასის შტატში მდებარე ჰიუსტონის ერთ-ერთ კლინიკაში რჩება.

ექსპრეზიდენტის სპიკერი, ჯიმ მაკგრატი აცხადებს, რომ ექიმები ოპტიმისტურად არიან განწყობილი და 88 წლის ჯორჯ ბუში მალე გამომჯობინდება. მისი საავადმყოფოში დარჩენა ძალების აღდგენის მიზნით არის განპირობებული.

ამერიკის 41-ე პრეზიდენტი ქვეყანას ერთი ვადით, 1989 წლიდან 1993 წლამდე ემსახურა. ის უკვე თვეზე მეტია ავადმყოფობს. ჯორჯ ბუში კლინიკაში 23 ნოემბერს ბრონქიტის მსგავსი ხველების შეტევით მოათავსეს. გასულ კვირას მას სიცხე მისცა და საავადმყოფოდან გამოწერა ამის შემდეგ გადაიდო.
XS
SM
MD
LG