ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბულგარეთის პოლიციამ ჟურნალისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა


ბულგარეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა ბულგარელი ჟურნალისტი ვიქტორია მარინოვას მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი.

გენერალურმა პროკურორმა სოტირ ცაცაროვმა თქვა, რომ ეჭვმიტანილი სევერინ კრასიმმიროვი ბულგარეთს მოქალაქეა, რომელიც გერმანიაში დააკავეს.

წინასწარი ინფორმაციით, პოლიცია მარინოვას გაუპატიურებასა და მკვლელობას მის საქმიანობას არ უკავშირებს.

ეჭვმიტანილს ბრალი უკვე წაუყენეს გაუპატიურებასა და განზრახ მკვლელობაში.

მარინოვა გამომძიებელი ჟურნალისტი იყო და ბულგარელი პოლიტიკოსების, სავარაუდო, კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობას იძიებდა. მისი საქმიანობა ევროკავშირის თანხების გაფლანგვას და არმიზნობრივ ხარჯვას უკავშირდებოდა. მარინოვას გვამი შაბათს ბულგარეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ რუზის ერთ-ერთ პარკში იპოვეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG