ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში საუდის არაბეთის საელჩოს გაჩხრეკენ


დაკარგული ჟურნალისტის მხარდამჭერი აქტივისტები
დაკარგული ჟურნალისტის მხარდამჭერი აქტივისტები

ანკარა აცხადებს, რომ დაკარგული ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის საქმესთან დაკავშირებით, სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულო უნდა გაიჩხრიკოს. ჟურნალისტი წარმოშობით საუდის არაბეთიდანაა, მაგრამ ამჟამად, როგორც ნებაყოფლობითი პოლიტიკური დევნილი, შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.

ჯამალ ხაშოგი ერთი კვირის წინ შევიდა საკონსულოს შენობაში ქორწინების საბუთების მოსამზადებლად და საცოლე გარეთ დატოვა. ხაშოგის საცოლე აცხადებს, რომ საქმროს გარეთ ელოდებოდა და ის შენობიდან აღარ გამოსულა.

თურქეთი ვარაუდობს, რომ დისიდენტი ჟურნალისტი მოკლულია. საუდის არაბეთის ოფიციალური წყაროები კი აცხადებენ, რომ ჟურნალისტმა შენობა უსაფრთხოდ დატოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG