ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კემერონი ობამას უარს ეუბნება


კემერონი ობამას უარს ეუბნება

დევიდ კემერონმა თეთრ სახლში პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს, ობამას ლოკერბის საქმის ხელახალ გამოძიებაზე უარი უთხრა.

ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ კემერონმა ბრიტანეთის მთავრობას ლოკერბის ავიაკატასტროფის ორგანიზატორის ციხიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემოწმება დაავალა.

ბატონმა კემერონმა სამშაბათს საკუთარი კაბინეტის მდივანს ლოკერბიში თვითმფრინავის აფეთქებასთან დაკავშირებული საქმისა და ამ საქმესთან დაკავშირებული ლიბიელი აბდელ ბასეტ ალ მეღრაჰის გათავისუფლების დეტალების გადახედვა სთხოვა.

თეთრ სახლში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს, ბატონმა კემერონმა უარყო ამერიკის მიერ გამოძიების მოთხოვნა ბრიტიშ პეტროლიუმის მეღრაჰის გათავისუფლების პროცესში მონაწილეობის დასადგენად.

ამერიკელი სენატორების ნაწილი ფიქრობს, რომ ბრიტიშ პეტროლიუმმა შოტლანდიის ხელისუფლებას მეღრაჰის გათავისუფლებისკენ უბიძგა და სანაცვლოდ კი ლიბიის მთავრობისგან ლიბიაში ნავთობის მოპოვების უფლება მიიღო.

XS
SM
MD
LG