ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი უკრაინას სატრანსპორტო სისტემის აღდგენაში დახმარებას ჰპირდება


ბრიტანეთი უკრაინას ქვეყნის აღმშენებლობაში დახმარებას ჰპირდება. ქვეყანა კიევისთვის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის აღდგენის კუთხით ტექნიკური ცოდნის გაზიარებასაც ჰპირდება.

ბრიტანეთის ხელისუფლებამ ამის შესახებ განცხადება ხუთშაბათს გააკეთა. ბრიტანელი ექსპერტები უკრაინას აეროპორტების, ასაფრენი ბილიკების, საპორტო ინფრასტრუქტურის და სხვა კუთხით აღდგენით სამუშაოებში დაეხმარებიან. ასევე განიხილება ისიც, თუ რა ტრენინგები სჭირდებათ უკრაინის ავიაციის თანამშრომლებსაც. ამის თაობაზე ტრანსორტის მდივანმა გრანტ შაპსმა განაცხადა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს 24 აგვისტოს კიევში შეხვდა. ის უკრაინაში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ჩავიდა და ქვეყანას დამატებით სამხედრო დახმარებას დაჰპირდა.

XS
SM
MD
LG