ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"უკრაინას შეუძლია ამ ომის მოგება და მოიგებს "-ბორის ჯონსონი კიევშია


“უკრაინას შეუძლია და მოიგებს ამ ომს,” - ამბობს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ კიევში ჩავიდა. მედიას ინფორმაცია ჯონსონის ვიზიტის შესახებ არ ჰქონია.

კიევში ჩასვლამდე, ჯონსონის ვიდეო მიმართვა გავრცელდა, სადაც მან უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ამ მიმართვაში ჯონსონი ამბობს, რომ უკრაინა რუსეთთან ომს მოიგებს.

"რაც ხდება უკრაინაში ყველასთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, დღეს მე ვიმყოფები კიევში. სწორედ ამიტომ, დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინელი მეგობრების მხარდაჭერას. მე მჯერა, რომ უკრაინას შეუძლია და მოიგებს ამ ომს,"- წერს ჯონსონი "ტვიტერზე".

უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, კიევში ჩასულ ბორის ჯონსონს, უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი დახვდა. აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს უკრაინაში რუსეთის ფარტომასშტაბიანი ომიდან 6 თვე გავიდა.

ეს ბორის ჯონსონის უკრაინაში პირველი ვიზიტი არ არის, ჯონსონი კიევში რამდენჯერმე იმყოფებოდა და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში ჩავიდა.

6 თვის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთია ის ქვეყნები, რომლებიც უკრაინას ყველაზე მეტ სამხედრო დახმარებას აწვდიან.

უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, კიევში ჩასულ ბორის ჯონსონს, უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი დახვდა. აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს უკრაინაში რუსეთის ფარტომასშტაბიანი ომიდან 6 თვე გავიდა.

XS
SM
MD
LG