ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურები მთავრობას თავდასხმების რისკზე აფრთხილებენ


ბრიტანელი კანონმდებლის სასიკვდილოდ დაჭრაში ეჭვმიტანილი ბრიტანეთის მთავრობის მოწინააღმდეგეთა გაერთიანების "პრევენციის" წევრი აღმოჩნდა. ბრიტანეთის ხელისუფლება ამბობს, რომ ის მისი რადიკალური ისლამისტური შეხედულებებით იყო ცნობილი, თუმცა ის სერიოზულ საფრთხედ ხელისუფლებას აქამდე არ მიუჩნევია.

დევიდ ამესი, 69 წლის პარლამენტარი კონსერვატიული პარტიის წევრი იყო და საკანონმდებლო ორგანოში სამხრეთ-დასავლეთ ესექსს წარმოადგენდა. მას ეჭვმიტანილი პარასკევს, ეკლესიაში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას დაესხა თავს. ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მეორე ბრიტანელი კანონმდებელია, რომელიც მოკლეს.

პოლიციას თავდამსხმელის ვინაობის შესახებ ცნობები არ გაუვრცელებია, თუმცა ადგილობრივი მედია იუწყება, რომ კანონმდებელი სასიკვდილოდ ალი ჰარბი ალიმ დაჭრა. წარმოშობით სომალელმა ბრიტანეთის მოქალაქემ. მედიაში გავრცელებული ცნობებით, მისი მამა სომალის პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი იყო. ეჭვმიტანილის მამამ თქვა, რომ მომხდარი მისთვის ტრავმატულია და ასეთ რამეს ვერ წარმოიდგენდა. ალი ლონდონში დაიბადა, მისი ოჯახის და ახლო ნათესავების დიდი ნაწილი სომალიში ცხოვრობს. მისი დეიდა უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელია. მისი ბიძა კი ჩინეთში სომალის ელჩია.

მეტროპოლიტენის პოლიცია აცხადებს, რომ "გამოძიების ადრეულ ეტაპზე იკვეთება ამ დანაშაულის შესაძლო კავშირი და მოტივაცია ისლამისტურ ექსტრემიზმთან".

ბრიტანეთის უსსფრთხოების სამსახურები და ანტი-ტერორისტული სააგენტოები მთავრობის წევრებს აფრთხილებენ, რომ შესაძლოა კვლავ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მარტო მოქმედებენ და რომელთა რადიკალიზაციაც ონლაინ აქტივობამ და პანდემიის გამო დაწესებულმა სოციალურმა შეზღუდვებმა კიდევ უფრო გაამძაფრა. ბრიტანეთის შესაბამისი უწყებები გამოძიებას განაგრძობენ და ეჭვმიტანილს ჯერ რომელიმე კონკრეტულ კატეგორიას არ მიაკუთვნებენ.

XS
SM
MD
LG