ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიკსის სამიტის წინ


კოლონიალიზმის ახალი ფორმა თუ განვითარების ახალი შანსი

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ბრიკსის ქვეყნების სამიტისთვის ემზადება. ამ ქვეყნების ჯგუფში ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა შედიან. შეხვედრა დურბანში თვის ბოლოს გაიმართება. რა მოლოდინებია სამხრეთ აფრიკაში? დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ანიტა პაუელი არკვევდა.

სამხრეთ აფრიკა ბრიკსის ჯგუფის ყველაზე მცირე ეკონომიკად ითვლება, თუმცა, ამ ჯგუფის წევრობით ქვეყანას დიდი მიღწევების იმედი აქვს. როგორც სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მათი კავშირები ბრიკსის ქვეყნებთან ისტორიულია.

მაიტე ნკოანა მაშაბანიმ განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკას განსაკუთრებული კავშირები ინდოეთთან და ჩინეთთან აქვს. სამხრეთ აფრიკა ბრიკსის ქვეყნების ჯგიფს 2011 წელს შეუერთდა. ამის საშუალებით სამხრეთ აფრიკის ხელისუფლება მსოფლიოში ქვეყნის ადგილის გაძლიერებას და დასავლეთის გავლენის შემცირებას ისახავს მიზნად. ანალიტიკოსი ლიალ უაითი ამბობს, რომ სამხრეთ აფრიკა ტექნიკური თვალსაზრისით ამ ჯგუფს არ მიეკუთვნება, თუმცა ის აფრიკის კონტინენტის ყველაზე ძლიერი ქვეყანა და აფრიკულ ბაზრებზე გასასვლელი კარიბჭეა.

„ეს არის შანსი სამხრეთ აფრიკისთვის რათა რეალურად გაზარდოს თავისი წონა მსოფლიო არენაზე და ცაერთოს გლობალურ დღის წესრიგში ძალიან მაღალ დონეზე, ასევე განსაზღვოს განვითარებადი სამყაროს ეკონომიკური და პოლიტიკური მომავალი,“ - ამბობს უაითი.

იოჰანესბურგი მრავალკულტურული ქალაქია. აქ მრავალად არიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული იმიგრანტები. ზუბარი ისმაილს თავისი მაღაზიისთვის საქონელი ინდოეთიდან და ჩინეთიდან შემოაქვს. თუმცა მისი ნება რომ იყოს, ის ჩინეთიდანაც, ინდოეთიდანაც და ასევე სხვა ქვეყნებიდან იმპორტს შეაჩერებდა რათა ადგილობრივ პროდუქციას განვითარების შანსი მიეცეს. ეს მისი აზრით, უმუშევრობის პრობლემას გამოასწორებს. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ბრიკსის ქვეყნების გაერთიანებაში ახალი დინამიკა არ შეინიშნება და ეს არის უბრალოდ კოლონიალიზმის ახალი ფორმა, რომლის მიზანი აფრიკის ათვისებაა.

აკადემიკოსი პატრიმ ბონდი ამბობს, ბრიკსი აფრიკის კონტინენტისთვის კატასტროფაა.

„მათი გავლენა დამანგრეველია როგორც გარემოზე, ასევე მოსახლეობაზე. ისინი ამას უფრო ლეგიტიმურად აკეთებენ და უფრო დიდი ფინანსებით,“ - აბობს ბონდი.

ბრიკსის ქვეყნების მთავრობები აცხადებენ, რომ ფინანსები მათ გეგმებში უმთავრესია. ამიტომ ისინი სამიტის დროს გაერთიანებისთვის საკუთარი ბანკის შექმნაზე იმსჯელებენ.
XS
SM
MD
LG