ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტამერლან ცარნაევი დაკრძალეს


ინკოგნიტო პირმა ცარნაევის ცხედრის დაკრძალვაზე სურვილი გამოთქვა

ბოსტონის მარათონის აფეთქებებში ეჭვმიტანილის ტამერლან ცარნაევის ცხედარი დაკრძალეს, ოღონდ ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას პოლიცია ჯერჯერობით არ ახმაურებს.
მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ვორჩესტერის პოლიციის განცხადებით, ინკოგნიტო პირმა ცარნაევის ცხედრის დაკრძალვაზე სურვილი გამოთქვა, რითაც ცარნაევების ოჯახის მცდელობა შვილის დაკრძალვასთან დაკავშირებით საბოლოოდ დასრულდა.
ვორჩესტერის დამკრძლავი ბიუროს დირექტორის თქმით, ქალაქის არცერთმა სასაფლაომ არ დართო ნება ცარნაევების ოჯახს, შვილი დაეკრძალათ.
ცარნაევი 19 აპრილს პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა. ეს მოხდა ბოსტონის მარათონზე მომხდარი ტერორირისტული აქტიდან ოთხი დღის შემდეგ, რომლის დროსაც სამი ადამიანი დაიღუპა და 250 ადამიანი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG