ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოსტონის ტერაქტის კვალდაკვალ


ამერიკელმა სამართალდამცავებმა ცარნაევების დახმარების ბრალდებით სამი ეჭვმიტანილი დააპატიმრეს

ყაზახეთი მზად არის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისთვის, მას შემდეგ რაც ამერიკელმა სამართალდამცავებმა ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი პირები დაკაავეს. მათ შორის ორი ყაზახი ეროვნებისაა. ამის შესახებ ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა და ტერორიზმის ნებისმეირი ფორმა დაგმო.

ოთხშაბათს ბოსტონის ტერაქტის გამოძიების ფარგლებში კიდევ სამი ადამიანი დააპატიმრეს. ორი ეჭვმიტანილი დიას კადირბაევი და აზამატ ტაჟაიაკოვი შეერთებულ შტატებში ყაზახეთიდან ჩამოვიდნენ. მასაჩუსეტის სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, მათ ბრალი ედებათ ტერაქტის შემსრულებლების ძმები ცარნაევების დახმარებაში. კადირბაევი, ტაჟაიაკოვი და მესამე ეჭვმიტანილი ამერიკელი რობელ ფილიპოსი ჯოხარ ცარნაევთან ერთად დართმუტის უნივერსიტეტში სწავლობდნენ და მეგობრობდნენ. სამივე ეჭვმიტანილი 19 წლისაა, ისევე როგორც შემსრულებელი ჯოხარ ცარნაევი.

გამოძიების თანახმად, სამივეს ბრალი ედება ჯოხარ ცარნაევის კუთვნილი კომპიუტერის და ზურგჩანთის განადგურებაში, ბოსტონის ტერაქტის შემდეგ. სამივე მათგანს ბრალიდ დადასტურების შემთხვევაში პატიმრობა ემუქრება.

როგორც ცნობილია, 15 აპრილს ბოსტონში მარათონის დროს განხორციელებული ტერაქტის დროს სამი ადამიანი დაიღუპა და 270-მდე დაშავდა.
XS
SM
MD
LG