ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯოხარ ცარნაევმა ტერაქტის მოტივი გაამხილა


ცარნაევმა ტერაქტი ავღანეთსა და ერაყში აშშ-ის სამხედრო ოპერაციების საპასუხოდ განახორციელა

ამერიკელი სამართალდამცველების განცხადებით, ბოსტონის მარათონის დაბომბვაში ეჭვმიტანილმა, ტერაქტი ავღანეთსა და ერაყში აშშ-ის სამხედრო ოპერაციების საპასუხოდ განახორციელა. ამაზე მეტყველებს ნავში აღმოჩენილი ჯოხარ ცარნაევის მიერ ფურცელზე დაწერილი წერილი, რომელშიც ის დაპატიმრებამდე იმალებოდა.

15 აპრილს ბოსტონის მარათონზე მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 260 დაშავდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედევით, ცარნაევმა დაღუპულებს შემთხვევითი მსხვერპლი უწოდა, ისევე როგორც ავღანეთსა და ერაყში ამერიკის მთავრობა დაღუპულ მუსლიმებს მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG