ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოსტონის ტერაქტის გამოძიების დეტალები


ტერაქტების დროს გამოყენებული ბომბები, ტამერლან ცარნაევის და მისი მეუღლის ბინაშია დამზადებული

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ბოსტონის ტერაქტების დროს გამოყენებული ბომბები, ტამერლან ცარნაევის და მისი მეუღლის ბინაშია დამზადებული.
ბოსტონის პოლიციის განცხადებით, ბოსტონის მარათონის აფეთქებაში ეჭვმიტანილმა ჯოხარ ცარნაევმა გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებს განუცხადა, რომ ის ძმასთან ერთად 4 ივლისს, შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს, თავის აფეთქებას გეგმავდა.
ამერიკელი გამომძიებლების განცხადების თანახმად, ჯოხარმა მათ განუცხადა, რომ თავდაპირველი გეგმა შეიცვალა, რადგან ბომბები უფრო ადრე დაამზადეს ვიდრე მოსალოდნელი იყო.
15 აპრილს ბოსტონში პატრიოტის დღეს აღნიშნავდნენ, 4 ივლისს კი მთელი ამერიკა დამოუკიდებლობის დღესასწაულს ზეიმობს.
XS
SM
MD
LG