ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ენტონი ბლინკენი საფრანგეთის შემდეგ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად მექსიკას ეწვია


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. საფრანგეთიდან დაბრუნებული ბლინკენი აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივან ალეჰანდრო მაიორკას და გენერალურ პროკურორ მერიკ გარლანდს მეხიკოში შეუერთდა ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის დიალოგის გასამართად.

მექსიკის მხრიდან შეხვედრებს ქვეყნის პირველი დიპლომატი მარსელო ებრარდი და თავდაცვისა და უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელები დაესწრებიან.

ებრარდმა კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ მექსიკა ამერიკას სთხოვს ექსტრადიციის საქმეები დააჩქაროს, მექსიკაში ამერიკიდან უკანონო იარაღის შედინება აღკვეთოს და უფრო ეფექტურად გამოიძიოს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ ფულის გადაადგილება.

ამერიკული მხარე მექსიკას საზღვარზე უკანონო ნარკოტიკების გადაზიდვის აღკვეთაში მეტი ძალისხმევის გაწევას მოსთხოვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG