ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სპეცდანიშნულების რაზმის წევრის მონათხრობი


მარკ ოუენი ბინ ლადენის ლიკვიდაციის დეტალებს აღწერს

პენტაგონმა, შესაძლოა, სამართლებრივი ზომები მიღოს ყოფილი ამერიკელი სამხედროს მიმართ, რომელმაც ალ-ყაიდას ყოფილი ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა.

პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არღვევს შეთანხმებას საიდუმლოს შენახვის შესახებ. წიგნის სახელწოდებაა „რთული დღე“, რომელიც ჯერ არ გამოსულა. ავტორი ელიტარული დანაყოფის ოფიცერია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ალ-ყაიდას ლიდერის ლიკვიდაციაში. ავტორის ფსევდონიმია მარკ ოუენი. წინასიტყვაობაში ნათქვამია, რომ ალ-ყაიდას ლიდერი უიარაღოდ იყო და ის კარებშივე მოკლეს. ეს კი აბსოლუტურად განსხვავდება იმ ოფიციალური ვერსიისგან, რომელიც პაკისტანში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გავრცელდა.
XS
SM
MD
LG