ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი და ზელენსკი თეთრ სახლში შეხვედრას გამართავენ


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თეთრ სახლში შეხვდება. შეხვედრა თავდაპირველად ორშაბათს, 30 აგვისტოს იყო დაგეგმილი, მაგრამ ავღანეთიდან ამერიკის გამოსვლასთან დაკავშირებული მოვლენების გამო, ვიზიტი ორი დღით გადაიდო.

ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების განცხადებით, შეხვედრის მთავარი გზავნილი "შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ერთგულების" დადასტურება არის.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ თემებს შორის იქნება უსაფრთხოების, ენერგეტიკის და კლიმატური ცვლილების საკითხები. ასევე იქნება საუბარი უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევაზე.

შეხვედრის შემდეგ მხარეები რამდენიმე შეთანხმების დადების შესახებ გააკეთებენ განცხადებას, რომელთა შორის იქნება თავდაცვის სფეროში დახმარება და იმ ადამიანთა ჰუმანიტარული საკითხები, რომლებიც უკრაინის "აღმოსავლეთში რუსეთთან კრიზისის შედეგად დაზარალდნენ."

Facebook Forum

XS
SM
MD
LG