ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის განცხადება უკრაინაზე


ამერიკა პარტნიორებთან ერთად იმუშავებს იმაზე, რომ რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინაში ქმედება „კიდევ უფრო ძვირი დაუჯდეს“

შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი უკრაინასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკა პარტნიორებთან ერთად იმუშავებს იმაზე, რომ რუსეთს „კიდევ უფრო ძვირი დაუჯდეს“ საკუთარი ქმედება, თუკი მოსკოვი აღმოსავლეთ უკრაინაში თავის გავლენას სეპარატისტთა მიერ განხორციელებული ძალადობის შეჩერებისთვის არ გამოიყენებს. თეთრი სახლის განცხადებით, ბაიდენს და პეტრო პოროშენკოს შორის ოთხშაბათს სატელეფონო საუბარი შედგა. უკრაინის პრეზიდენტი და შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი შეთანხმდნენ იმაზე, რომ ისინი მომავალ კვირას დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერების შეხვედრამდე კონტაქტში იქნებიან.

ჯიანი მაგაზენიმ -გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის ოფიციალურმა წარმომადგენელმა- განაცხადა, რომ სიტუაცია სერიოზული გამოწვევა ხდება მათთვის, ვინც ორ ცეცხლს შუა მოექცა. ეს ეხება სკოლებს, სამედიცინო დაწესებულებს, ასევე რეგიონში საკვების, ელექტროენერგიის, თუ წყლის მიწოდებას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ოთხშაბათს გაკეთებული განცხადების მიხედვით, მთელ რიგ ქალაქებში კანონი და სამართალი აღარ მოქმედებს და მშვიდობიანი მოსახლეობა სრულიად დაუცველი რჩება. ამბოხებულები ძალადობის სხვადასხვა ფორმებს -მკვლელობას, წამებას და გატაცებას- მიმართავენ, რათა რეგიონში შიში დათესონ.
XS
SM
MD
LG