ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი: ამერიკა მზადაა მსოფლიოს გასაძღოლად და არა მის დასატოვებლად


სამშაბათს, ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ქვეყანა "მზადაა მსოფლიოს გასაძღოლად და არა მის დასატოვებლად". მისი ეს განცხადება ერთგვარი წინააღმდეგობა იყო მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ცნობილი ფრაზისა "ამერიკა უპირველეს ყოვლისა".

ბაიდენის გუნდმა, უკვე დაიწყო ხელისუფლების გადაბარების პროცესზე მუშაობა და ინაუგურაციის დღის, 20 იანვრისთვის ემზადებიან. ბაიდენი ამბობს, რომ ქვეყანა "მზადაა წინ აღუდგეს ჩვენს მოწინააღმდეგეებს და არ უარყოს მოკავშირეები. [ამერიკა] მზადაა, რომ დაიცვას საკუთარი ღირებულებები".

არჩეულმა პრეზიდენტმა, თავისი მშობლიური ქალაქიდან, უილმინგტონიდან, რომელიც დელავერის შტატშია, საგარეო საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრები წარადგინა.

"ისინი განასახიერებენ ჩემს რწმენას, რომ ამერიკა მაშინაა ყველაზე ძლიერი, როდესაც ის თავის მოკავშირეებთან ერთად მუშაობს", თქვა ბაიდენმა. "სწორედ ასე შევინარჩუნებთ ამერიკას უსაფრთხოდ, დაუსრულებელი სამხედრო კონფლიქტებისგან თავის არიდებით და ასე შევძლებთ გვყავდეს ჩვენი მოწინააღმდეგეები და ტერორისტები კონტროლქვეშ".

23 ნოემბერს, „საერთო მომსახურების ადმინისტრაციამ“ ბაიდენის გუნდისთვის ხელისუფლების გადაცემის პროცესი ოფიციალურად დაიწყო. შედეგად, ბაიდენის მომავალი ადმინისტრაციიის წევრებს წვდომა ექნებათ მთავრობის სხვადასხვა სააგენტოებზე და ინფორმაციას მიიღებენ უსაფრთხოების, ფარული ოპერაციების, კოვიდ-19-თან ბრძოლის თუ სხვა საკითხების კუთხით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG