ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი კაბინეტის მომავალი წევრების დასახელებას სამშაბათს დაიწყებს


მოსალოდნელია, რომ არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სამშაბათს თავისი კაბინეტის პირველ წევრებს დაასახელებს. როგორც იუწყებიან, მათ შორის იქნება სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე ენტონი ბლინკენი, რომელიც სახელმწიფო მდივნის თანამდებობის დასაკავებლად ბაიდენის არჩევანია.

ბლინკენს ბაიდენთან ახლო ერთიერთობა აქვს მას შემდეგ, რაც ობამას ადმინისტრაციის დროს, ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მაღალი თანამდებობები ეკავა. თანამდებობაზე მისი სავარაუდო დანიშვნის შესახებ, კვირას არაერთი მედია საშუალება იუწყებოდა.

მინისტრთა კაბინეტის მოსალოდნელ წევრებს შორის არიან ასევე ლინდა თომას-გრინფილდი, სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე აფრიკის საკითხებში, რომელსაც ბაიდენი გაეროში შეერთებული შტატების ელჩობის კანდიდატად დაასახელებს და ჯეიკ სალივანი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის მრჩეველი იქნება.



იმ დროს, როდესაც ბაიდენი ქვეყნის 46-ე პრეზიდენტობისთვის ემზადება, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნებში დამარცხების აღიარებაზე უარს ამბობს. თუმცა ჯერ-ჯერობით, მისი სამართლებრივი ბრძოლა უშედეგოა. საკვანძო შტატებში მისმა კამპანიამ ხმის მიცემის და დათვლის გაყალბების შესახებ 34 სასამართლო სარჩელი წააგო ან უკან გამოიტანა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG