ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ დაიკავებს ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალ თანამდებობებს?


ჯო ბაიდენის მომავალი კაბინეტი

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სამშაბათს ეროვნული უსაფრთხოების საკუთარი გუნდის წარდგენას გეგმავს.

გუნდი მოიცავს ენტონი ბლინკენს, ბაიდენის ერთ-ერთ ყველაზე ახლო მრჩეველს.

„დასაკარგი დრო არ გვაქვს, როცა საქმე ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას და საგარეო პოლიტიკას ეხება“. - განაცხადა ბაიდენმა 23 ნოემბერს. „მე მჭირდება გუნდი პირველივე დღეს, რომ ამერიკის ადგილი მაგიდის თავში დავიბრუნოთ“, - თქვა მან.

ბაიდენი გეგმავს, რომ ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი კლიმატის საკითხებში ამერიკის წარმომადგენლად წარადგინოს. კერი ეროვნული უშიშროების საბჭოშიც დაიკავებს ადგილს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯანეტ იელინი, ფედერალური რეზერვის [ცენტრალური ბანკის] ყოფილი ხემძღვანელი, ბაიდენის ხაზინის დეპარტამენტს გაუძღვება. იელინი ამ თანამდებობაზე პირველი ქალი იქნება.

ენტონი ბლინკენი
ენტონი ბლინკენი

ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. პრეზიდენტი ტრამპი პარალელურად განაგრძობს იმის განცხადებას, რომ ის არ წყვეტს ბრძოლას არჩევნების შედეგების გადასახედად.

ბაიდენის არჩევანი შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტისთვის ალეხანდრო მაიორკასია, იურისტი წარმოშობით კუბიდან, რომელიც ამ სააგენტოს მდივნის ყოფლი მოადგილეა.

მომავალმა პრეზიდენტმა, ყოფილი ელჩი, აფრო-ამერიკელი ლინდა ტომას-გრინფილდი გაეროში, შეერთებულ შტატების ელჩად წარადგინა. ბაიდენის გადაწყვეტილებით, თომას-გრინფილდს კაბინეტშიც ექნება ადგილი. ეს გადაწვეტილება, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტებიც იღებდნენ სხვადასხვა დროს, თანამდებობისთვის მეტი მნიშვნელობის მინიჭებას ისახავს მიზნად.

ბაიდენმა კიდევ ერთი ქალი, ავრილ ჰაინესი ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე წარადგინა. ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის ყოფილი მოადგილეა. ის პირველი ქალი იქნება, რომელიც ამერიკის დაზვერვას გაუძღვება.

ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობაზე, ბაიდენმა ჯეიკ სალივანი წარადგინა. ბაიდენის წარდგენილი გუნდი აჩვენებს, რომ მისი ადმინისტრაციის მიზანი გლობალური ალიანსების გაძლიერება იქნება.

ბაიდენის განცხადებით, პირველ დღეებში ის გეგმავს ტრამპის გადაწყვეტილების შეცვლას და პარიზის კლიმატის შეთანხმებაში და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დაბრუნებას. ბაიდენის მიზანია ასევე ირანის ბირთვული შეთანხმებაში ამერიკის მონაწილეობის განახლება. ირანის ბირთვული შეთანხმება პრეზიდენტმა ტრამპმა დატოვა.

58 წლის ბლინკენი არჩეული პრეზიდენტის შეხედულებებს, ამერიკის უფრო აქტიურ ჩართულობაზე საერთაშორისო და ტრანსატლანტიკურ ალიანსებში, იზიარებს. პირველი პოსტი მას ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს ეკავა, შემდეგ პრეზიდენტ ობამას პერიოდში, სახელმწიფო მდივნის მოადგილის და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილის თანამდებობები ეკავა. პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის პირობებში კი ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის დემოკრატთა ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე იყო.

ლინდა თომას-გრინფილდი
ლინდა თომას-გრინფილდი

23 ნოემბერს, „საერთო მომსახურების ადმინისტრაციამ“ ბაიდენის გუნდისთვის ხელისუფლების გადაცემის პროცესი ოფიციალურად დაიწყო. შედეგად, ბაიდენის მომავალი ადმინისტრაციიის წევრებს წვდომა ექნებათ მთავრობის სხვადასხვა სააგენტოებზე და ინფორმაციას მიიღებენ უსაფრთხოების, ფარული ოპერაციების, კოვიდ-19-თან ბრძოლის თუ სხვა საკითხების კუთხით.

ტრამპი აგრძელებს განცხადებას, რომ მან 8 ნოემბრის არჩევნებში გაიმარჯვა. ტრამპმა ორშაბათს „ტვიტერზე“ განაცხადა, რომ ის გასცემს რეკომენდაციას „ქვეყნის ინტერესის გათვალისწინებით“ დაიწყოს ბაიდენის გუნდთან მუშაობა, თუმცა მოგვიანებით, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გეგმავს გააგრძელოს ლეგალური ბრძოლა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

ტრამპის მცდელობა, სხვადასხვა შტატში არჩევნების შედეგების გადახედვა მომხდარიყო, ამ დრომდე წარუმატებლად მიმდინარეობს. მისმა გუნდმა წააგო ან გაიტანა 34 საჩივარი, რომელიც დარღვევების ბრალდებას უკავშირდებოდა. თუმცა, მისი ადვოკატების გუნდი აგრძელებს საჩივრების წარდგენას და გადაწყვეტილებების გასაჩივრებას.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG