ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონორები ავღანეთის დასახმარებლად მილიონობით დოლარის გამოყოფის პირობას დებენ


ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე, ათობით ქვეყანამ ავღანეთისთვის დახმარების გასაწევად მილიონობით დოლარის გამოყოფის პირობა დადო. ისინი იმედს იტოვებენ, რომ ცოტა ხნის წინ, თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას შორის დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებები წარმატებით დამთავრდება და ქვეყანაში მიმდინარე თითქმის 20 წლიანი ომი დამთავრდება.

კონფერენციას, რომელიც ავღანეთის დახმარების მიზნით ყოველ ოთხ წელში ერთხელ იმართება, საერთაშორისო დონორები ესწრებიან. ისინი შიშობენ, რომ წელს, 2016 წელთან შედარებით, ქვეყნები ავღანეთისთვის გამოყოფილ თანხებს შეამცირებენ. ამის ერთი მიზეზი ახალი კორონავირუსის პანდემია, მეორე კი სამშვიდობო მოლაპარაკების მხრივ პროგრესის არქონაა.

კონფერენციას სიტყვით მიმართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა. მან მხარეებს დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტისკენ და სამშვიდობო პროცესის წინ წაწევისკენ მოუწოდა.

ავღანეთის დასახმარებლად ჟენევის კონფერენციაზე ევროკავშირმა 1,2 მილიარდი ევრო (დაახლოებით, 1,43 მილიარდი დოლარი) გამოყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG