ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი რესპუბლიკელ ლიდერებთან მოლაპარაკებებს მართავს


პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში რესპუბლიკელ ლიდერებს უმასპინძლებს. კანონმდებლები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები ეცდებიან შეთანხმდნენ იმ ფინანსური პაკეტებისა და პროექტების დაფინანსების საკითხზე, როგორებიცაა პრეზიდენტის შემოთავაზებული ინფრასტრუქტურის, განათლების, ბავშვებზე ზრუნვისა და სხვა ინიციატივები, მთლიანობაში ტრილიონობით დოლარის მოცულობის პროექტები.

ბაიდენი, რომელსაც 30 წელზე მეტი აქვს გატარებული სენატში, ამბობს, რომ ვაშინგტონში პარტიული დაპირისპირების შემცირება სურს. მან რამდენჯერმე დადო პირობა, რომ ორივე პარტიის წარმომადგენლებთან იმუშავებს იმისთვის, რომ მისი ადმინისტრაციის პრიორიტეტები შეასრულოს. თუმცა მას რესპუბლიკელებისგან მტკიცე წინააღმდეგობასთან მოუწევს გამკლავება.

ოთხშაბათის შეხვედრა პირველია, როდესაც ჯო ბაიდენი სენატის რესპუბლიკელ ლიდერს მიტჩ მაკკონელსა და პალატის რესპუბლიკელ ლიდერს კევინ მაკკარტის ოვალურ ოფისში უმასპინძლებს. ამ შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე კი პალატის რესპუბლიკელები კონგრესმენ ლიზ ჩეინისთვის მმართველი პოზიციების ჩამორთმევის საკითხს უყრიან კენჭს. ჩეინი რანგით მესამე რესპუბლიკელია პალატაში და მის წინააღმდეგ საკუთარი თანაგუნდელები მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც ჩენიმ უარი თქვა მხარი დაეჭირა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მტკიცებებისთვის, თითქოს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გაყალბდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG