ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეაში ბაიდენს „იმბეცილი“ უწოდეს


ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „იმბეცილად“ და „დაბალი IQ“ მქონე ადამიანად მოიხსენია. ეს ფხენიანიდან, აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩვენებზე გაკეთებული პირველი კომენტარი იყო.

კომენტატორმა კორეის სახელმწიფო ტელევიზიის ახალი ამბების ეთერიდან გააკრიტიკა ბაიდენი. მიზეზი ის იყო, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს დამნაშავე და ტირანი უწოდა.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ ბაიდენი 2020 წლის საარჩევნო მარათონში თავის დემოკრატ მოწინააღმდეგეებზე წინაა რეიტინგით.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩრდილოეთ კორეული მედია კომენტარს აკეთებს საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელშიც დონალდ ტრამპი მონაწილეობს. 2016 წელს, მათ ტრამპს „ბრძენი“, ხოლო ჰილარი კლინტონს „უინტერესო“ უწოდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG