ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბათუმი თუ ანტალია?


ბათუმი თუ ანტალია?
ბათუმი თუ ანტალია?

ბათუმი თუ ანტალია?
ბათუმი თუ ანტალია?

სექტემბრის შუა რიცხვებია, შესაბამისად საკურორტო სეზონის დასასრული. საქართველოში წელს ყველაზე მეტ დამსვენებელს ბათუმი მასპინძლობდა. ალბათ, ამაში წვლილი საქართველოს პრეზიდენტს მიუძღვის. მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ საკურორტო სეზონის დაწყებამდე ბათუმი ნიცას შეადარა. ვისაც ნიცა არ უნახავს, ასეთ შედარებას ალბათ ვერ გააკეთებს, მაგრამ ის, რომ ბათუმი გალამაზდა, რომ აჭარის დედაქალაქში თუნდაც ერთი წლის განმავლობაში უამრავი რამ გაკეთდა, უდაოა.

ბათუმის მერის მოადგილის, ავთანდილ დარჩიას თქმით გასული წლის ჩათვლით საკურორტო სეზონი 25-27 აგვისტოს მთავრდებოდა. ახლა, სექტემბრის შუა რიცხვებში მაგალითად, სასრუმრო შერატონის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკინგის ადგილი არ არის. ერთი დღე შერატონში 230 დოლარიდან იწყება, 170 დოლარიდან 2000 დოლარამდე მერყეობს ფასები რესტავრირებულ ინტურისტში. დამსვენებლები ამ ძვირადღირებულ სასტუმროებში ძირითადად არიან სომხები, აზერბაიჯანლები, ასევე ტურისტები ბელორუსიდან , რუსეთიდან, უკრაინიდან..

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, როგორი მიმზიდველი გახდა ბათუმი, მაინც ხშირად ვერ წყვეტენ სად წავიდნენ დასასვენებლად, აჭარაში თუ მეზობელ თურქეთში, სადაც ფასები გაცილებით დაბალია. ერთ-ერთმა უცხოელმა დამსვენებელმა ბათუმის მერის მოადგილეს თავისი გადაწყვეტილება დაესვენა ბათუმში და არა ანტალიაში იმით აუხსნა, რომ ”იქ ”ყველაფერი: ბარები, ტენისის კორტები, აუზი, სპორტული მოედნები, დისკოტეკები არის სასტუმროს ტერიტორიაზე, დამსვენებელს გასართობად ტერიტორიიდან გასვლა არ სჭირდება. ბათუმში კი ტურისტი რომ გაერთოს,სასტუმროდან უნდა გამოვიდეს ,რაც ზოგიერთი დამსვენებლისთვის უფრო მიმზიდველია, ვიდრე პირიქით.

ბათუმის კიდევ ერთი ახალი ღირშესანიშნაობა: ძველ ბათუმში ფარნაოზ მეფის ქუჩაზე ,ქუჩაზე, სადაც გადაღებულია ფილმი ”არაჩვეულებრივი გამოფენა” ( იმ ქუჩაზე მდებარე ყველა სახლი რესტავრირებული იქნება) აშენდა კომპლექსი, რომელსაც პიაცა დაარქვეს, მოედანს იტალიური მოტივები ახასიათებს..

ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი დასასვენებლად და ვფიქრობ არა მხოლოდ ზაფხულში, არის განახლებული ბულვარი, რომელიც 1884 წელს გაშენდა. მიმდინარე , 2010 წელს ბულვარის სიგრძე 7-ი კილომეტრით გაიზარდა. ბულვარის დიზაინი თანამედროვე ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. მიხეილ სააკაშვილის თქმით სამშებნებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ ბათუმის ბულვარის სირგძე 20 კილომეტრს მიაღწევს..

აჭარის დედაქალაქში მიმდინარე სამუშაოების გამო მტვრის ბუღი დგას, ძველ ქალაქში ქუჩები გადათხრილია. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე ფეკალური მასები ისევ ზღვაში ჩაედინება. წელს ბათუმის ბიუჯეტი 7 მილიონი ლარით გაიზარდა. იმედია, სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ქართულ ზღვისპირა ქალაქებში დასვენება არა მხოლოდ უცხოელი დამსვენებლებისთვის, არამედ ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის აფრო ხელმისაწვდომი გახდება.

XS
SM
MD
LG