ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი ამბობს, რომ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერები უკრაინას საბრძოლო მასალის მიწოდებას დაპირდნენ


უკრაინა ბალკანეთის ქვეყნებიდან მილიონზე მეტ საარტილერიო ჭურვს მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. მისი თქმით საარტილერიო ჭურვების მიწოდებასთან დაკავშირებით მას ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან საუბარი პირადად ჰქონდა.

ზელენსკის თქმით, სამხედრო დახმარების მიწოდება უკრაინისთვის ახალი შეთანმხების საფუძველზე მოხდება, რომელიც ალბანეთში გამართულ ორდღიან სამიტზე შემუშავდა და გაფორმდა.

„ჩვენ ვიყენებთ ყოველ შეხვედრას და ყოველ დღეს, რათა მეტი შესაძლებლობები მივცეთ ჩვენს მეომრებს“,- თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას და აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება ცდილობს იმ ქვყნებთან, რომლებიც ჯერ უკრაინასთან მიმართებაში „თავშეკავებულ“ პოზიციას იკავებენ გააღრმავოს ურთიერთობები და მოიზიდოს დამატებითი სამხედრო დახმარება უკრაინის ჯარისთვის.

ზელენსკი, რომელიც ალბანეთამდე საუდის არაბეთში იმყოფებოდა ამბობს, რომ უკრაინამ 2024 წელს მეზობლებთან ურთიერთობები უნდა გააღრმავოს და აღნიშნა, რომ „ყველა ხედავს, რომ რუსეთი გაჩერებას არ აპირებს“.

უკრაინის პრეზიდენტმა აქვე აღნიშნა, რომ ალბანეთში გამართული სამიტის მონაწილეები გლობალურ სამშვიდობო სამიტშიც მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც შვეიცარიაში უახლოეს თვეებში გაიმართება და იქ მოხდება სამშვიდობო გეგმის განხილვა.

„ სამიტის ჩატარება იგეგმება შვეიცარიაში და ჩვენ უკვე ვხედავთ ქვეყნების ფართო წარმომადგენლობის შესაძლებლობებს მთელი მსოფლიოდან“,- თქვა ზელენსკიმ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG