ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაჰრეინში კვლავ არეულობაა


საპროტესტო აქციები უკვე მეორე დღეა გრძელდება და ადგილი აქვს შეტაკებებს

ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერი ბაჰრეინის დედაქალაქის ქუჩებში გამოვიდა. საპროტესტო აქციები უკვე მეორე დღეა გრძელდება და ადგილი აქვს შეტაკებებს.
მთავრობის წინააღმდეგ გამოსულმა დემონსტრანტებმა გადაკეტეს მთავარი გზატკეცილი, რომელიც შიიტებით დასახლებულ რამდენიმე უბანს დედაქალაქთან აკავშირებს. მანამაში გამოსვლები უკავშირდება ქვეყნის სუნიტი მთავრობის წინააღმდეგ ამბოხის ორ წლისთავს.
მიუხედავად იმისა, რომ მსვლელობა, რომელიც ოპოზიციის მხარდამჭერებმა მოაწყვეს ძირითადად მშვიდობიანი ხასიათის იყო, შიგა და შიგ ადგილი ჰქონდა შეტაკებებს პოლიციასთან. თვითმხილველების განცხადებით, აქციის მონაწილეები ისროდნენ ქვებს, ხოლო პოლიციამ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი.
XS
SM
MD
LG