ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეტაკება ბაჰრეინში


საპროტესტო აქცია შიიტმა ოპოზიციამ სუნიტი მართველი ძალებისადმი დაპირისპირების მეორე წლის აღსანიშნად გამართა

ბაჰრეინში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. საპროტესტო აქცია შიიტმა ოპოზიციამ სუნიტი მართველი ძალებისადმი დაპირისპირების მეორე წლის აღსანიშნად გამართა.
ქვეყნის მთავარი ოპოზიციური დაჯგუფება ალ ვეფაქი აცხადებს, რომ პოლიციამ მოზარდი ბიჭუნა ბაჰრეინის დედაქალაქის მახლობლად ერთერთ სოფელში მოკლა.
საპროტესტო ტალღა ბაჰრეინში 2011 წელს აგორდა, რომელიც არაბულ ქვეყნებში მიმდინარე პროდემოკრატიული მოძრაობის გამოძახილად იქცა. დემონსტრანტები ბაჰრეინში დემოკრატიულ რეფორმების გაატრებას და სუნიტი მონარქიის დასრულებას ითხოვდნენ, რადგან მათი აზრით, ქვეყანაში შიიტი უმცირესობა დისკრიმინაციის მსხვერპლია.
XS
SM
MD
LG