ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქებები ბაჰრეინში


საპროტესტო მოძრაობა თითქმის ორი წლის წინ დაიწყო

ბაჰრეინში მომხდარი აფეთქებების სერიის შედეგად სულ ცოტა ორი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ერთი დაიჭრა. ამის შესახებ ბაჰრეინის სახელმწიფო ინფორმაციის სააგენტო იუწყება.

გასულ კვირას ბაჰრეინი საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა, დემონსტრაციების მიზანი ხელისუფლების სათავეში სუნიტური უმცირესობის ყოფნის დასრულებაა. საპროტესტო მოძრაობა თითქმის ორი წლის წინ დაიწყო. ბაჰრეინი სპარსეთის ყურეში შეერთებული შტატების სტრატეგიულ მოკავშირედ ითვლება, სადაც ამერიკის მეხუთე საზღვაო ფლოტია განთავსებული.

ვაშინგტონი ბაჰრეინის ხელისუფლებას ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG