ავღანეთის კონტროლის ქვეშ ცნობილი ბაგრამის საპყრობილეს გადაცემის ცერემონიალი მოულოდნელად გაუქმდა. ღონისძიების შესახებ პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ წინასწარ თავად განაცხადა. როგორც აშშ-ის არმიის ოფიციალური პირები იტყობინებიან, ცერემონიის გაუქმების მიზეზი გახდა ავღანეთის მხარესთან შეუთანხმებლობა. ნატოს პრესსპიკერის განცხადებით, ავღანელებისთვის საპყრობილეს გადაცემის ცერემონია შედგება მაშინვე, როდესაც მხარეები სრულად შეთანხმდებიან. ბაგრამში დაპატიმრებული 3000-მდე პატიმარი ჯერ კიდევ სექტემბრის თვეში ავღანელ სამართალდამცავებს გადაეცათ.
ცერემონიის გაუქმების მიზეზი ავღანეთის მხარესთან შეუთანხმებლობა გახდა