ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორუფციასთან ბრძოლა ავღანეთში


„ქაბულ-ბანკის“ ხელმძღვანელებს 5-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ და ასობით მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ

ავღანეთის სასამართლომ წარსულში ქვეყნის უდიდესი ბანკის ორ ხელმძღვანელს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ისინი 2010 წელს განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობაში მონაწილეობდნენ, რამაც ბანკის გაკოტრება გამოიწვია.

სასჯელის მოხდასთან ერთად, „ქაბულ-ბანკის“ თავმჯდომარე, შერხან ფარნუდს - 531 მილიონის და უფროს აღმასრულებელ ოფიცერ, ხალილულა ფეროზის, 279 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ. დღეს დასრულებულ სასამართლო სხდომაზე ბრალი კიდევ 20 ადამიანს დაუმტკიცდა, რომელთაც გასაჩივრების უფლება ენიჭებათ.

გაკოტრებული „ქაბულ-ბანკი“ მოგვიანებით მთავრობამ იხსნა და დღეს ის „ახალი ქაბულ-ბანკის“ სახელით ფუნქციონირებს. საერთაშორისო ორგანიზაციები მიმდინარე სასამართლო პროცესს ყურადღებით ადევნებენ თვალს, ვინაიდან ის ავღანეთის მთავრობის მიერ კორუფციასთან ბრძოლის შესახებ მიცემული დაპირების შემადგენელ ნაწილად განიხილება.
XS
SM
MD
LG