ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში მდგომარეობა კვლავ დაძაბულია


ბაღდადში მდგომარეობა კვლავ დაძაბულია და მთავრობა მასობრივი დემონსტრაციების თავიდან აცილებას ცდილობს. გასულ კვირას ათობით ათასმა მომიტინგემ, ეგრეთ წოდებულ, „მწვანე ზონაში“ შეაღწია, სადაც ერაყის სამთავრობო შენებობები, საელჩოების უმრავლესობა და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისები მდებარეობს.

დემონსტრაციის ორგანიზატორებმა პროტესტის მომდევნო ტალღის დაწყების მოწოდება გაავრცელეს. საპასუხოდ მთავრობამ „მწვანე ზონისკენ“ მიმავალი გზები გადაკეტა.

„ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ბაღდადში ამბობს, რომ დღეს ბაღდადში მცირე ზომის დემონსტრაცია გაიმართა, თუმცა მწვანე ზონის დასაცავად აღმართული დამატებითი ბარიკადები მომიტინგეების დაცულ ზონაში შესვლას გამორიცხავს.

XS
SM
MD
LG