ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალია დაზარალებულებს კომპენსაციას გადაუხდის


ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი, სტივენ სმიტი
ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი, სტივენ სმიტი

ხელმძღვანელი პირები ფიზიკურ ძალადობას დისციპლინის დამყარების მიზნით ხსნიდნენ

ავსტრალიის მთავრობამ ბოდიში მოუხადა ასობით ყოფილ სამხედრო მოსამსახურე პირს, რომელთა უფლებებიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ირღვეოდა. ბოდიშის მოხდით, მთავრობა დათანხმდა დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდას.

პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, დღეს ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა სტივენ სმიტმა აღიარა, რომ 1950-იანი წლებიდან მოყოლებული ჯარისკაცების, მეზღვაურების და საჰაერო ძალების წარმომადგენლების ფიზიკური შეურაცხყოფა საკმაოდ ხშირი იყო მათი ზემდგომი ოფიცრების მხრიდან.

ხელმძღვანელი პირები ფიზიკურ ძალადობას დისციპლინის დამყარების მიზნით ხსნიდნენ. სმიტმა აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი სამუშაო ჯგუფი გამოიძიებს სქესობრივი, ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის ფაქტებს და თითოეულ დაზარალებულს 52 ათას დოლარამდე კომპენსაციას გადაუხდის. გარდა ამისა, აღიძრება სისხლის სამართლის საქმეები დანაშაულის ჩამდენების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG