ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალიამ ტერორიზმის დაფინანსებაში ეჭვმიტანილები დააკავა


ავსტრალიამ დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ორი მხარდამჭერი დააკავა, მათგან ერთი 16 წლის სკოლის მოსწავლე გოგოა, რომელიც დაჯგუფების დასახმარებლად ფულს აგროვებდა.

პოლიციის განცხადებით ის 20 წლის ბიჭთან ერთად სიდნეის გარეუბანში დღეს დილით დააკავეს. დაკავებულებს ბრალს ტერორიზმის დაფინანსებისთვის წარუდგენენ, რაც 25 წლიან პატიმრობას ითვალისიწნებს.

ავსტრალიაში უსაფრთხოების ზომები 2014 წლის ბოლოს გამკაცრდა, როცა სამართალდამცავებმა კონტრ-ტერორისტული რეიდების შედეგად ქვეყნის მასშტაბით “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირებისთვის 14 ადამიანი დააკავეს.

XS
SM
MD
LG